რესტორნებიც მალე გაიხსნება და ბიზნესი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. თუმცა სწრაფად რომ დაუბრონოთ თქვენი მომხმარებლები, საჭიროა მეტი აქტიურობა ინტერნეტში, ვებ-სივრცეში და სოციალურ მედიაში.
ცნობილია, რომ მომხმარებლები კაფეებს და რესტორნებს სტუმრობენ, როცა მათ უკვე აქვთ რეკომენდაცია ნაცნობებიდან, მეგობრებიდან ან ნახეს ვებ-საიტი. კორონავირუსის კრიზისმა აჩვენა, რომ ის რესტორნები, რომელთაც დისტანციური წვდომა აქვს მომხმარებლებამდე, პრაქტიკულად არც გაჩერებულან.
უმნიშვნელოვანესია შთამბეჭდავი ვებ-საიტის შექმნა, სადაც იქნება განთავსებული რესტორნის მენიუ ძალზედ ხარისხიანი სურათებით. გაიხსენეთ, როცა “გლოვოთი” ან “ვოლტით’ თქვენ საჭმელს უკვეთავთ, პირველ რიგში უყურებთ სურათს. ანუ, ჯერ ვიზუალურად აფასებთ რას გთავაზობთ ესა თუ ის რესტორანი და შემდეგ იღებთ გადაწყვეტილებას, შეუკვეთოთ თუ არ შეუკვეთოთ.
თქვენ შეძლებთ “გლოვოს” და “ვოლტის” გარეშეც მიტანის სერვისის განვითარებას, თუ გექნებათ კარგი სისტემა ინეგრირებული თქვენი რესტორნისა და კაფეს ვებ-საიტში. მაშან ამ მიტანის სერვისებისათვის 30-35 პროცენტის გადახდაც არ მოგოწევთ თქვენი ბრუნვიდან.
ნიკო მჭედლიშვილი