
კორონავირუსის გავრცელების გამო განვითარებული მსოფლიო კრიზისი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე ნათელია, რომ მსოფლიო დიდად იქნება განსხვავებული იმისაგან, რაც კრიზისამდე იყო. საქართველოც სხვანაირი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი ვართ, და საქართველოს შიგნითაც რეალობა იცვლება.
რა გვაჩვენა ვირუსმა საქართველოში? ყველაზე სტაბილური ბიზნესები აღმოჩნდნენ ისინი, ვინც ყველაზე ადრე მოახდინა ადაპტირება ახალ რეალობასთან და ელექტრონული კომერციის დანერგვა მოახერხა, ან უკვე ჰქონდა ინტერნეტით გაყიდვის არხები აწყობილი.
ქართული კონსერვატიული საზოგადოების ნაწილს დიდად არ ეხატებოდა გულზე ინტერნეტ-გაყიდვები, თუმცა ახალ ვითარებაში იძულებული გახდა აქტიურად მიემართა ამ არხებისათვის, იმისათვის რომ უბრალოდ არ დამშეულიყო. სუპერმარკეტებში ხშირად უსაშველო რიგები იდგა, და თან ამ რიგებში დგომა საშიშიც იყო ჯანმრთელობისათვის.
ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, რომელიც აქამდე ალმაცერად უყურებდა ინტერნეტით რაიმეს ყიდვას და ხშირად არ ენდობოდა ამა თუ იმ პორტალს, ეხლა უფრო გაბედულად იყიდის ინტერნეტში.
გარდა ამისა, ბევრი ბიზნესი მიხვდა, რომ მხოლოდ რეალური ოფისის ამარა ყოფნა აღარ არის სტაბილურობის გარანტია და ინტერნეტ-სივრცეში ყოფნაც აუცილებელი ხდება. გარდა ამისა, ამან შეიძლება რეალური ოფისის საჭირობეაც კი მოხსნას და მხოლოდ ვირტუალურ სივრეში ოპერაციების წარმოებით მშვენიერი ბიზნესი შეიძლება გაკეთდეს. ეს კი ზედმეტი ხარჯების მოშორების კარგი საშუალებაც შეიძლება აღმოჩნდეს.
მოკლეთ, ვურუსმა სერიოზულად დაარტყა ეკონომიკას, არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს დიდი ეკონომიკებსაც, მაგრამ სწორედ ასეთ კრიზისებში იბადება ხოლმე ახალი შესაძლებლობები.
ნიკო მჭედლიშვილი