
დისტანციური სწავლება დიდი ხანი პოპულარულია საზღვარგარეთ. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ცოდნის მიღება მარგინალურად დაბალ ფასად ან სულაც უფასოდ გახდა შესაძლებელი. თანაც ეს ცოდნა არის მაღალი ხარისხის და იძლავა იმის საშუალებას, რომ გლობალურ შრომის ბაზარზე იყოთ კონკურენტული, გქონდეთ . პრაქტიკულად ისეთივე ხელფასი, რაც დასავლეთშია და უფრო სტაბილური სამუშაო მოიპოვოთ.
ჩვენ ვთავაზობთ სკოლებს, პროფესიულ სასწავლებლებს, უნივერსიტეტებს ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მისაღებ ფასად დავუმზადოთ სასწავლო პლატფორმა ქართულ ენაზე, რომელიც საშუალებას მისცემთ მათ ასწავლონ დისტანციურად მოსწავლეებს და სტუდენტებს, ონლაინ პლატფომებზე განათავსონ ნებისმიერი სირთულის კურსები, ნებისმიერი ფორმით (ელექტრონული წიგნები,დოკუმენტაცია, ვიდეო კონტენტი), ჩაატარონ ქვიზები დაგეგმილ დროს და პერიოდში. გასცენ სერთიფიკატები, მოახდინონ მათი ავტომატური გენერაცია ონლაინში.
ეს კურსები იქნება დახურული და მხოლოდ მსმენელებს შეეძლებათ მათი ნახვა.
ნიკო მჭედლიშვილი