
ნებისმიერი ბიზნესისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დივერსიფიცირებული გაყიდვების არხების არსებობა. პირველი შთაბეჭდილება პოტენციურ მომხმარებელს კომპანიაზე ექმნება ვებ-გვერდით, მისი ფუნქციონალით და შინაარსით. ჩვენ ყველამ ვიცით ბევრი ძალიან კარგი ქართული კომპანია, პროფესიონალი მენეჯერებით, მაგრამ maT არ უვარგათ ვებ-გვერდები.
წარმოიდგინეთ, ამ კომპანიებს რომ ჰქონდეთ გაცილებით მიმზიდველი და ფუნქციონალური აპლიკაციები, მათ კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებოდათ, და გაცილებით უფრო მეტად კმაყოფილები იქნებოდნენ ისინი.
მე და ჩემმა ბევრმა მეგობარმა ბინები შეარჩიეთ დეველოპერული კომპანიების ვებ-საიტების ვიზიტების და მათი შესწავლის შემდეგ. სერიოზულ და დიდ დეველოპერულ კომპანიებს საქართველოში აქვთ კარგი საიტები, სადაც თქვენ შეგიძლიათ ბინების არჩევა, გეგმარების ნახვა და ფასების შედარება.
თუმცა ბევრ კომოანიას, განსაკუთრებით მათ ვინც შედარებით დაბალ საფასო სეგმენტში ოპერირებენ, ასეთი ვებ-გვერდები არ აქვთ. სწორედ ასეთ კომპანიებს ვთავაზობთ ჩვენ სპეციალურ აპლიკაციებს, რაც მათ ბინების გაყიდვაში დაეხმარებათ.
ეს აპლიკაცია მისცემს პატარა და საშუალო მასშტაბის დეველოპერებს შედარებით იაფად მიიღონ ინტერნეტ-გაყიდვების არხი, რომელიც პოტენციურ მომხარებელს აჩვენებს პროექტის ტეროტიორიის მთლიან გეგმარებას, ერთი ცალკეული შენობის გეგმარებას და ამა თუ იმ ბინის ნახაზს. გარდა ამისა, მომხმარებელს შეეძლება ამ ნახაზის ჩამოტვირთვა და სხვისთვის ჩვენება, ან ამ ნახაზზე დაყრდნობით გარკვეული ცვლილებების მოთხოვნა დეველოპერისათვის.
ნიკო მჭედლიშვილი